იუსტიციის მინისტრი - პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა - სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არსად გაუყვანიათ და იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია".

რატი ბრეგაძის შეფასებით, "პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა".

"მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება.

პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.

სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა",- დაწერა მინისტრმა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

ინფორმაციისთვის, მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დატოვა, რომელმაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანა, ერთ-ერთ დაწესებულებად კი რესპუბლიკური საავადმყოფო სახელდებოდა.

იხილეთ ვიდეო:იუსტიციის მინისტრი - პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა - სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა