შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია და საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაახლოებული ევროკავშირთან

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის კითხვარის პასუხების მეორე ნაწილს დიდი ალბათობით, ხვალ გაგზავნის.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია და საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაახლოებული ევროკავშირთან.

„დღეს გარდა იმისა, რომ აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ასევე აღვნიშნავთ ევროპის დღეს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველო იმყოფება აბსოლუტურად სხვა პროცესში, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. პროცესი დაძრულია და ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, რომ უმოკლეს ვადაში შეადგინეს კითხვარი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში გაეცა პასუხები. პირველი ნაწილი უკვე გადაცემულია და დიდი ალბათობით, ხვალ მოხდება პასუხების მეორე ნაწილის გადაცემა. საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი განიხილება ერთად, ჩვენ ვართ სამი ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, საქართველო ამ სამ ქვეყანას შორის არის ერთ-ერთი ლიდერი ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია საქართველოს მიერ და ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაახლოებული ევროკავშირთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით. მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველომ კითხვარი დათქმულ ვადამდე შეავსო.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. სრულად შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა