ირაკლი ზარქუა - სააკაშვილის მხარდამჭერებმა, ასევე ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, მას ურჩიონ, რომ შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს ის საკვები, რაც მიეწოდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი არ განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს უნდა ურჩიონ, რომ „შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს ის საკვები, რაც მიეწოდება“.

„უნდა ითქვას, რომ ყველა სამედიცინო სერვისი, რაც სჭირდება და მომავალში დასჭირდება, პატიმარ სააკაშვილს, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, მიეწოდება. მოცემული მომენტისთვის არც იყო მსჯელობა, არც განიხილება რამდენადაც მაქვს ინფორმაცია პატიმარ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც წინა შემთხვევაში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა კლინიკებში, ამის პრობლემა არ იქნება. უბრალოდ, ეს დღის წესრიგში არ დგას. მთავარია, თითოეულმა მისმა მხარდამჭერმა, ასევე ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, მიმართონ და ურჩიონ, რომ შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს ის საკვები, რაც მიეწოდება.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი საზოგადოება, შიმშილობა ისევე, როგორც არშიმშილობა, ადამიანის გადასაწყვეტია. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი, ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე. მათ უნდა დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, მათ შორის მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ეს ასეა და მიიღოს სერვისი, ის კვება, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია", - განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა