არჩილ იაკობაშვილი - რუსეთს 800-900 მილიონი დოლარი უჯდება ყოველდღიურად ომის წარმოება

რუსეთმა ომი ფაქტობრივად რუსეთის კეთილდღეობის ფონდიდან დააფინანსა. 800-900 მილიონი დოლარი უჯდებათ ყოველდღიურად ომის წარმოება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა არჩილ იაკობაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

არჩილ იაკობაშვილის განცხადებით, სანქციების მოკლევადიანი ეფექტია, რომ აპრილში რუსეთში 20%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, სავალუტო რეზერვები კი 10%-მდე აქვთ შემცირებული. წამყვანის კითხვაზე, რამდენად დააზიანებს სანქციების დაწესება თავად სანქციებში მონაწილე ქვეყნებს, იაკობაშვილის განმარტებით, მათ თავიანთი ბაზრის სტრუქტურის ცვლილება მოუწევთ, რაც შემდგომში ფასებზეც აისახება.

„სანქციები კომპლექსური ფენომენია. დასავლეთს სანქციების სხვადასხვა ეტაპზე უწევს გადასვლა, ჩნდება ხვრელები და ცდილობენ ამის ამოვსებას. სანქციების მოკლევადიანი ეფექტია, რომ აპრილში რუსეთში 20%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, სავალუტო რეზერვები 10%-მდე აქვთ შემცირებული, კეთილდღეობის ფონდის მეოთხედი გაიხარჯა მარტსა და აპრილში, ფაქტობრივად, ომი დააფინანსეს ამ კეთილდღეობის ფონდიდან. 800-900 მილიონი დოლარი უჯდება დღიურად რუსეთს ომის წარმოება. მთავარი მაინც რჩება ენერგორესურსების წინააღმდეგ სანქციები, რომელიც აშშ-მ დააწესა, ევროკავშირმა კი დააანონსა, აქვთ იმედი, რომ ეს წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.

სანქციების მონაწილე ქვეყნებს მოუწევთ თავიანთი ბაზრის სტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა. როდესაც ბაზრის სტრუქტურის ცვლილება ხდება, ეს ფასზეც აისახება, რაც ვნახეთ საქართველოშიც. პოლონეთში, უნგრეთშიც, ჩეხეთშიც და მსგავს ქვეყნებში ეშინიათ, რომ ფასები მოიმატებს მნიშვნელოვნად, არა იმის, რომ პროდუქტები დეფიციტური გახდება. გერმანიის და ავსტრია საკუთარი პროდუქციით სრულიად დაფარავენ ამ სამ ქვეყანას, უბრალოდ ეს გაძვირებას გამოიწვევს“, - აღნიშნა არჩილ იაკობაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო