კახა კუჭავა - მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა

ღრმად მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო და მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა, სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

კახა კუჭავა მადლობა უხდის ევროპელ მეგობრებს, ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების გზაზე გაწეული ფასდაუდებელი დახმარებისთვის.

„ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული, მტკიცე არჩევანი და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისთვისაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ, ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ! მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპელ მეგობრებს, რომელთა თანადგომა და დახმარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების გზაზე ფასდაუდებელია. ერთად უფრო ძლიერები ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს“,- წერს კახა კუჭავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს