ბრიტანეთის ელჩი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწყვლადია და მის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან, ამ წუთას რაიმე გარდაუვალი საფრთხის შესახებ მინიშნებები მე არ მინახავს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწყვლადია და მის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან, ამ წუთას რაიმე გარდაუვალი საფრთხის შესახებ მინიშნებები მე არ მინახავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას -აქვთ თუ არა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებს რაიმე ინფორმაცია საქართველოში რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ან იმ გეგმების თაობაზე, რომ რუსეთი ხელახლა აპირებს ამ ქვეყანაში შემოჭრას.

„სადაზვერვო ინფორმაციების დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის. ამის ნათელი მაგალითია, ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება ათასობით რუსი ჯარისკაცი. ეს ჩვენთვის არის მიუღებელია. ეს არ არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის მისაღები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად მტკიცე და თანმიმდევრულია თავის პოზიციებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა კლეიტონმა.

დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან კარგად აკონტროლებს სიტუაციას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან და მის ირგვლივ და იდენტიფიცირებას ახდენს.

„ცხადია, რომ რუსეთი აგრძელებს ზეწოლას და საფრთხეს უქმნის საქართველოს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კიბერშეტევების გაძლიერებას, დეზინფორმაციის მომძლავრების, მუდმივი ავტორიზაციის მცდელობებს, ადმინისტრაციულ საზღვრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს და სხვა მოქმედებებს. დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოსთან ერთად, რათა ებრძოლოს და დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენს სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად“, - დასძინა კლეიტონმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს