კარლ ჰარცელი - ვულოცავ ყველა ევროპელს, მათ შორის ყოველ ქართველს "ევროპის დღეს" - „ევროპის დღე“ ეხება პარტნიორობას, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის

უპირველეს ყოვლისა ვულოცავ ყველა ევროპელს, მათ შორის ყოველ ქართველს „ევროპის დღეს“. „ევროპის დღე“ არის იმ ღირებულებების დღესასწაული, რასაც ევროკავშირი ეფუძნება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა წლევანდელი „ევროპის დღე“ იმართება საშინელი ომის ჩრდილში, რომელიც გააჩაღეს უკრაინის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ერთად დგომით ვუპირისპირდებით. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც ევროკავშირი ეფუძნება.

მე მოუთმენლად ველი პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვებთან შეხვედრას, რომლებიც ამ დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ. ევროპის დღეები არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, ეხება პარტნიორობას, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის და იმას, საითკენ სვლასაც ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი