ვარკეთილში სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა

ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, ბექა შენგელიამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა.

როგორც პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე რეაგირება უკვე დაწყებულია.

„დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები სრულდებოდა და გრძელდებოდა სასამართლო პროცესზე, სადაც მათ განახორციელეს სასამართლოს უპატივცემლობა. ყველა ამ გარემოებაზე და ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება იქნება და ეს რეაგირება უკვე დაწყებულია. შესაძლებელია, ბრალი დამძიმდეს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ მეგობრებს - ბექა და გიორგი შენგელიებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბექა და გიორგი შენგელიებს, საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს