ბადრი ჯაფარიძე - არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, გაწელოს რეფორმები და დაგვაკარგინოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის შანსი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოლოდინი ,,ქართული ოცნების” რეფორმების ტემპისა და შინაარსის მიხედვით მაღალი არ მაქვს - ვნახეთ ნატო-ს შეფასება, რომ წელიწადნახევარია არანაირი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში არ განხორციელებულა, - ასე აფასებს პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ინფორმაციას რომლის თანახმად, მმართველი პარტიის ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს ხვალ გადაგზავნის.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაასააჯროოს პასუხები, რომელიც ევროკავშირის კითხვარს გასცა.

მისივე თქმით, ნორმალური მმართველობის პირობებში ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მისულიყვნენ პარლამენტში და მოეხსენებინათ, როგორ მიმდინარეობს კითხვარის შევსება, რაც ,,ქართულმა ოცნებამ” "საკუთარი დესტრუქცივიზმის გამო დაბლოკა".

,,კითხვარის შევსება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მან არ განახორციელა ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში ინტეგრაციის დასაჩქარებლად. რა თქმა უნდა, ეს პასუხები უნდა გასაჯაროვდეს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია რას მივიღებთ ბრიუსელიდან, რეფორმების განრიგი აუცილებლად განსახორციელებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ გამოიყენოს უნიკალური შანსი.

ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას გაწელოს რეფორმები და ამით დაგვაკარგინოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის შანსი.

ნორმალური მმართველობის პირობებში ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ პარლამენტში და მოეხსენებინათ როგორ მიმდინარეობს კითხვარის შევსება. რა თქმა უნდა, ეს ვერ ვნახეთ და ,,ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა, ეს არის ის დესტრუქცივიზმი, რომელიც ყველაფერში მჟღავნდება”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო