სალომე სამადაშვილი - მთავარი ის კი არ არის, რა პასუხებს გასცემს ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარს, არამედ ის, როგორ შეაფასებს პასუხებს ევროკავშირი

“ლელო საქართველოს” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ახლა, მთავარია, როგორ შეაფასებს ევროკავშირი საქართველოს მიერ კითხვარზე გაცემულ პასუხებს და რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება მათთვის შევსებული კითხვარი.

მისივე თქმით, მომავალ კვირას ბრიუსელში იგეგმება „ლელოს“ ვიზიტი, სადაც პირველ შეფასებებს მოისმენენ.

“ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რა აზრი აქვს კითხვების გასაჯაროებაზე უარის თქმას, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რა შეფასებას გააკეთებს ევროკავშირი იმ პასუხებზე, რასაც კითხვარში ხელისუფლება ევროკავშირს გასცემს. მომავალ კვირას ჩვენი ვიზიტი იგეგმება ბრიუსელში, სადაც შეხვედრა გვექნება ყველა შესაბამისი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. პირველ შეფასებებს, ალბათ, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ ევროკავშირის მხრიდან სწორედ მომავალ კვირას, ბრიუსელში იქნება. აქ, მთავარი ის კი არ არის, რა პასუხებს გასცემს ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარს, არამედ ის, როგორ შეაფასებს გაცემულ პასუხებს ევროკავშირი თავის მხრივ და რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება მათთვის ეს შევსებული კითხვარი, რომელიც ხელისუფლებისგან მიიღეს” , - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს