იუსტიციის მინისტრი - მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, თუკი აქვთ სააკაშვილის თანხმობა, გაასაჯაროონ წერილობითი კითხვები

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, მაგრამ წერილობითი პასუხი უწყებას არ მიუღია.

"თუ სახალხო დამცველს აქვს სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა, მაშინ გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლებითაც მივმართეთ ჩვენ; გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ", - დასძინა მინისტრმა.

რაც შეეხება სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის შეხვედრას, მინისტრის თქმით, ამ საკითხს ექიმები გადაწყვეტენ.

„ჩვენი სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დეპარტამენტი იმსჯელებს, რამდენად საჭიროა შეხვედრა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო