„ქართული ოცნება“ პარლამენტში ​ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს იბარებს

"ქართული ოცნება" საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ორ მინისტრს - ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს იბარებს.

საინტერპელაციო კითხვები უკვე გაგზავნილია, მოსმენა კი მაისის ბოლოს გაიმართება, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს.

როგორც დღეს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეკომომიკის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან კითხვები ძირითადად ეხება ინფლაციას, რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და ომის გავლენებს საქართველოს ეკონომიკაზე.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილის მიმართ არსებულ კითხვებს, მდინარაძის თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან "ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება" საქართველოს განაცხადი ევროკავშირში.

ამასთან, მდინარაძის თქმით, 11 მაისს, ოთხშაბათს „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი წარსდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა