ალუდა ღუდუშაური - მათ, ვინც ტალახი გვესროლა, დღემდე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები - საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ რეალობაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის პასუხი არავის მოსთხოვოს

ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა, დღემდე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები - საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ რეალობაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის პასუხი არავის მოსთხოვოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური ბრიტანეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მათ არ აქვთ საქართველოს თაობაზე უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომ მსგავსი ქმედებები განახორციელოს სანქციებთან დაკავშირებით.

„მადლობა ბრიტანეთის ელჩს იმ სიმართლისა და რეალობის პირდაპირ თქმისთვის, რაც ისედაც ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია. თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, რადგან, ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა და რაღაცები დაგვაბრალა, დღემდე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები. საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომ მსგავსი ქმედებები განახორციელოს და იმიჯი დაიზიანოს და საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ რეალობაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის პასუხი არავის მოსთხოვოს და უბრალოდ გავჩუმდეთ,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, მათ არ აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო