პაატა მანჯგალაძე - არ ვიცი, ან თავდებობა რაში სჭირდება, ან აქცია ან შიმშილობა იმას, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული

საერთოდ არ ვიცი, ან თავდებობა რაში სჭირდება, ან აქცია ან შიმშილობა იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს. თუ ევროპაში მივდივართ, ევროპაში პრეზიდენტებს კი არა, არავის კლავენ - ბრეივიკმა უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ყველაზე დაცულ სისტემაშია დღეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება.

როგორც მან აღნიშნა, თუ თავდებობა იქნება მექანიზმი, რითაც ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, არ აქვს პრობლემა ამას მხარი დაუჭიროს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და არ მესმის, რატომ არის ეს სპეკულაციის საკითხი მათი მხრიდან. ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მას სჭირდება სამედიცინო სერვისი, „ქართული ოცნების“ მხრიდან კი გამოდიან პოლიტიკოსები და აკეთებენ განცხადებებს. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი მანიპულაცია ადამიანის სიცოცხლით და ჯანმრთელობით. საერთოდ არ ვიცი, ან თავდებობა რაში სჭირდება, ან აქცია ან შიმშილობა იმას, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, პრეზიდენტიც რომ არ იყოს, ადამიანის სიცოცხლე რომ დაცული უნდა იყოს, ამის ახსნა რომ გვჭირდება 21- ე საუკუნეში, ეს არის ძალიან მძიმე. თუ ასეთი აქტი გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს, მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ არ მგონია ასეთი პროცედურები იყოს საჭირო. თუ ევროპაში მივდივართ, ევროპაში პრეზიდენტებს კი არა, არავის კლავენ. ბრეივიკმა უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ყველაზე დაცულ სისტემაშია დღეს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს