იაგო ხვიჩია - თუ „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს, რაც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ  იქნება მიმართული

თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარსდგება.

მისი თქმით, "ჩვენ თავდებში ვდგებით, რომ არ გავიქცევით" არ არის სერიოზული განცხადება და საჭიროა "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესთავაზოს ისეთი რამ, რაზეც მათგან უარის თქმა აუხსნელი იქნება, სხვა შემთხვევაში ამ ინიციატივას სერიოზულობა აკლია და მას არ სურს მიიღოს მონაწილეობა "საცირკო წარმოდგენაში, რომელსაც შინაარსი არ ექნება".

„გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მისი მხარდაჭერა მოუნდეთ. ჩვენ გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არც აქამდე იქნებოდნენ წინააღმდეგი თავდებში ჩადგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის გათავისუფლების გზა. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ კანოპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ", - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა