ირაკლი ზარქუა - ურჩიონ პატიმარ სააკაშვილს, კვება დაიწყოს, რას ნიშნავს ორგანიზმი საკვებს არ იღებს? თუ შეჭამს, სავარაუდოდ, მიიღებს - ვინ არის კომფორტში ციხეში? უნდა ვურჩიოთ, შეეგუოს

ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მანკიერ თემაში ერთმანეთს გვერდში უდგას. ალბათ, კიდევ ახალი მიდგომა მოიფიქრეს. თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მათი ფრაქციის წევრი დეპუტატები გეგმავენ, მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.

როგორც ზარქუამ განმარტა, პატიმარ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, ისე როგორც დანარჩენ პატიმრებს.

„იმ შემთხვევაში, თუ დადგა მოცემულობა, რომ აუცილებელია ციხის გარეთ მიეწოდოს გარკვეული სერვისი, როგორც მოხდა გორის ჰოსპიტალში გადაყვანით, ან სხვა კლინიკაში გადაყვანა ქვეყნის საზღვრებში, ამაზე შესაბამისი სამსახური დასკვნას გააკეთებს და გადაიყვანს. რაც შეეხება თავდებში ჩადგომას, ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მანკიერ თემაში ერთმანეთს გვერდში უდგას. ალბათ, კიდევ ახალი მიდგომა მოიფიქრეს. თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებენ. მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, რომ კვება დაიწყოს, უფრო მეტად იკვებოს, გამოიყენოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის, სეირნობა. მესმის რთულია, როგორც ამბობენ, ადაპტაცია სჭირდება ციხის კედლებში.

ყველამ, ვინც დაარღვია კანონი, ვინც ეჭვმიტანილია და შემდეგ სასამართლოზეა დამტკიცებული ბრალდებები, ბუნებრივია, მოუწევს ციხის კედლებში ჯდომა“, - აღნიშნავს ზარქუა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უნდა მიიღოს საკვები, თუ ორგანიზმი არ არის მზად, ზარქუა განმარტავს, რომ მისთვის „გაუგებარია, რას ნიშნავს ორგანიზმი არ იღებს საკვებს? თუ შეჭამს, სავარაუდოდ, მიიღებს“.

„ყველა ექიმს ვთხოვდი, ურჩიოს პაციენტს, თუ პატიმარ სააკაშვილს გადავიდეს კვებაზე. ვინ არის კომფორტში ციხეში? ყველა დისკომფორტშია, ეს მოცემულობაა. უნდა ვურჩიოთ, შეეგუოს. ყველა სერვისი მიეწოდება პატიმარ სააკაშვილს. თუ პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ სერვისი უნდა მიეწოდოს კერძო კლინიკაში, ან გორის ჰოსპიტალში, გადაყვანილი იქნება. დღეს ეს მოცემულობა, ამის აუცილებლობა არ დგას და არც განიხილება“, - აღნიშნა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო