პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 7 ქვეყნიდან იარაღის მიწოდება 13-ჯერ განხორციელდა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა მისი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზისთვის ზიანის მიყენება დაიწყო, უფრო კონკრეტულად, რუსულ ჯარს უჭირს მაღალი სიზუსტის მქონე მართვადი საბრძოლო მასალის მარაგის შევსება. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი, აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უკვე ბევრი მაღალი სიზუსტის მქონე იარაღი გამოიყენეს. ახლა კი ისინი მარიუპოლს არამართვადი იარაღით ურტყამენ. აქედან გამომდინარეობს, რომ მათ უჩნდებათ პრობლემები მაღალი სიზუსტის მქონე იარაღის მარაგის შევსებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სანქციებმა და კონტროლმა ექსპორტზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ეხება ელექტრონულ კომპონენტს, გავლენა იქონიეს რუსეთის სამხედრო -ინდუსტრიული ბაზაზე“,- განაცხადა მაღალჩინოსანმა.

პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 7 ქვეყნიდან იარაღის მიწოდება 13-ჯერ განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა