არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ, არავის გადაყვანაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას

ჩვენ პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ, არავის გადაყვანაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე - სპიკერი არჩილ თალაკვაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარდგება.

მისივე თქმით, თუკი სააკაშვილის დაცვის მხარე სამედიცინო მონაცემებს გაასაჯაროებს, ეს სპეკულაციებს ამოწურავს.

„რად უნდა ამას თავდებობა, ის დაბრუნებულია უკვე, პატიმრობაშია და დამატებით რაღა საჭიროა "ნაციონალური მოძრაობის" თავდებობა?! სამი დღის წინ საჯაროდ მივმართეთ სააკაშვილის დამცველ მხარეს, მასაც თუ ამ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა და უყურა განცხადებებს და გადაცემებს, რაც ამასთან დაკავშირებით გაიმართა, რომ გასცენ თანხმობა იმ სამედიცინო მონაცემების გასაჯაროებაზე, რომელიც ამოწურავს კამათს და ამ სპეკულაციებს, რაც იმართება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ანალოგიური თხოვნით მიმართა პენიტენციურმა სამსახურმა, დღემდე არ არის პასუხი, რაც გვარწმუნებს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ სპეკულაციებია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხის აქტუალიზაცია მიხეილ სააკაშვილის დავალებაა, რომელიც მან პარტიის წევრ დეპუტატებს მისცა.

„ყოველდღიურად ამ თემის წამოწევა და გაცოცხლება განპირობებულია ერთადერთი მიზეზით, რომ დიდი ალბათობით მიხეილ სააკაშვილისგან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, პარლამენტის წევრებმა მიიღეს საყვედური, დავალებაც ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა არ დაუშვან დაბლა თავის დღის წესრიგში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს