ანა ბუჩუკურის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პირადი თავდებობით გათავისუფლების ინიციატივა თავშივე მარცხისთვის არის განწირული

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ანა ბუჩუკურის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პირადი თავდებობით გათავისუფლების ინიციატივა თავშივე მარცხისთვის არის განწირული.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, კანონი თავდებობით არა მსჯავრდებულების, არამედ ბრალდებულთა გათავისუფლებას ითვალისწინებს და "ქართული ოცნება" უარის თქმის მიზნით სწორედ კანონს მოიშველიებს.

"ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველაფერი უნდა გააკეთოს. საუბარია მის პირად თავდებობაზე, რაც არის აღკვეთის ღონისძიების სახე, რომელიც გამოიყენება არა მსჯავრდებულის, არამედ ბრალდებულის სტატუსის მქონე პირის მიმართ. მიხეილ სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი რამდენიმე საქმეზე აქვს, მაგრამ მსჯავრდებულის სტატუსიც აქვს. შესაბამისად, “ქართული ოცნება” პირდაპირ კანონს მოიშველიებს და იტყვის, რომ კანონმდებლობით ამ ინიციატივის განხორციელება შეუძლებელია, რადგან მსჯავრდებულია", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო