თამარ კორძაია - ხელისუფლებას ვთავაზობ, მოიწვიოს „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც გასცემენ პასუხს შეკითხვაზე - არის თუ არა სააკაშვილი წამებასთან გათანაბრებულ გარემოში?

ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას, მოიწვიოს აშშ- ის "ემორის" საუნივერსიტეტო კლინიკიდან მის მიერ შერჩეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც გასცემენ პასუხს შეკითხვებზე - არის თუ არა სააკაშვილი წამებასთან გათანაბრებულ გარემოში და შესაძლებელია თუ არა, ამ გარემომ მიაყენოს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არსებითი ზიანი?- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს დაამთავრებს სპეკულაციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ხელისუფლების მხრიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქილიკი და საუბარი იმაზე, რომ ჭამოს და იქნება კარგად. იმისათვის, რომ ეს დასრულდეს და დასრულდეს ისე, რომ ზიანი არ მიადგეს არც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე ჩვენს პერსპექტივას, რადგან პოლიტპატიმრით ციხეში ამ ქვეყანას პერსპექტივა არ ექნება, ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას, მოიწვიოს აშშ-ის "ემორის" საუნივერსიტეტო კლინიკიდან მის მიერ შერჩეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტები. ამ კლინიკას აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტთან და მასთან არსებულ კლინიკასთან, ამიტომ ეს არ არის უნივერსიტეტი, რომელსაც რაიმე ფორმით უნდობლობას გამოუცხადებს ხელისუფლება. თუ ხელისუფლება არ ენდობა ქართველ ექიმებს, არც ერთს, არც სახალხო დამცველის კონსილიუმს, არც "ემპათიის" დასკვნას, არც მის მიერვე შექმნილ ექიმთა კონსილიუმს, მაშინ მოვუწოდებთ ჩამოიყვანონ სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, რომლენიც გასცემენ მთავარ შეკითხვებზე პასუხს - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი წამებასთან გათანაბრებულ გარემოში და შესაძლებელია თუ არა ამ გარემომ მიაყენოს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არსებითი ზიანი? ამავდროულად შევახსენებ, უკრაინაშიც კი, ტიმოშენკოს შემთხვევაში იძულებული გახდა მაშინდელი პრეზიდენტი ჩაეყვანა გერმანელი ექსპერტები, მათაც კი გააკეთეს ეს თავის დროზე, როცა ტიმოშენკოს მიმართ მიმდინარეობდა პოლიტიკური დევნა. ტიმოშენკო არ მიხსენებია შემთხვევით, იცით, რომ მან სასამართლო პროცესი მოუგო უკრაინას სწორედ იმის გამო, როგორც მას ექცეოდნენ საპარტიმროში,"- განაცხადა კორძაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ გადაყვანის შემთხვევაში, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება და წარსდგება სასამართლოს წინაშე.

"რთულია პასუხის გაცემა პერსპექტივებზე როცა ვერ ვხედავთ ვერც ერთ გაზიარებულ მოსაზრებას ხელისუფლების მხრიდან. თავდებობაც არის ერთ- ერთი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას, რომ მან შეწყვიტოს ეს სასტიკი დამოკიდებულება მესამე პრეზიდენტთან მიმართებით. თავდებობას რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერ,"- განაცხადა კორძაიამ.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს