გიორგი ცაგარეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ბელადიანად ხართ ცხვრის ქურქში გახვეული მგლები

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის ბელადიანად ხართ ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება რაც დარჩა იმის გასანადგურებლად სურს.

„საქართველოს მოქალაქეების რეკეტისას არაფერს არ თაკილობდით, ართმევდით მათ ქარხნებს, სასტუმროებს, საცურაო კომპლექსებს, კომერციულ ფართებს, აგარაკებს, პანსიონატებს, სტადიონებს, საცხოვრებელ ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ავტომანქანებს, კვადროციკლებს, ოქროს ნაკეთობებს, თვითმფრინავებს, შვეულმფრენებს, ცეცხლსასროლ იარაღს, ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიებს, ანტიკვარულ წიგნებს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს და სხვა მოძრავ თუ უძრავ ქონებებს, რომლებიც ამჟამად დაბრუნებული თუ დაბრუნების პროცესშია. თქვენ მიერ ჩამორთმეული და დაბრუნებული ქონების საერთო ღირებულება ათობით მილიონს აჭარებს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ბელადიანად ხართ ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რაზეც მე აქ ვისაუბრე მხოლოდ ნაწილია იმ საშინელებების, რაც თქვენ დამართეთ ქართველ ხალხს და პირველ რიგში, დამართეთ საკუთარ თავებს. დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც, იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად, ახლა კი ლამობთ, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ თქვენს ბელადთან ერთად და ვინც და რაც დაგრჩათ გასანადგურებელი ისიც მოსპოთ და გაანადგუროთ,“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო