ალეკო ელისაშვილი - რატომ არ ითხოვს საქართველო შეიარაღებას? ჩვენთან არ დგას რუსეთის ჯარი? რატომ  ვართ ასეთი არხეინები? ღვთის იმედად ვართ, თუ მარია ზახაროვას ან იმ მეორე საძაგელი ქალის გულს თუ მოვიგებთ, დაცულები ვიქნებით?

კითხვა მაქვს ჩემს ხელისუფლებასთან, საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება? არ გვჭირდება? არ ვართ ოკუპირებულები? უკრაინას რომ თავს ესხმის, იმ ქვეყნის ჯარი ჩვენთან არ დგას შუაგულ ქართლში? რატომ არ ვემზადებით, ზოგადად, ომისთვის? - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

მისივე თქმით, თუ მშვიდობა გვსურს, ქვეყანა ომისთვის უნდა ემზადებოდეს.

„რამდენიმე საათის წინ მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ისტორიული რამ მოხდა ვაშინგტონში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პრეზიდენტ რუზველტის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად მოაწერა „ლენდ-ლიზს“ ხელი. შედეგად, უკრაინა მიიღებს არნახულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. რა თქმა უნდა, უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, ბრძოლაშია ჩაბმული, იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის და ამან უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა, მაგრამ მე, შესაბამისად, მაქვს კითხვა ჩემს ხელისუფლებასთან, საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება? მე არ მომისმენია არცერთი საჯარო განცხადება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ამბობენ, რომ მოგვეცით ჩვენც იარაღი, ჰაერსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, არ გვჭირდება? არ ვართ ოკუპირებულები? უკრაინას რომ თავს ესხმის, იმ ქვეყნის ჯარი ჩვენთან არ დგას შუაგულ ქართლში, აფხაზეთში, სამეგრელოსთან? კოდორის ხეობა ჩვენთვის წართმეული არ აქვთ და სხვა ტერიტორიები? არ გვჭირდება, რომ უფრო ღონიერი ქვეყანა ვიყოთ და მომზადებული? რატომ არ ისმის საერთოდ მსგავსი განცხადება? რატომ არ ვემზადებით, ზოგადად, ომისთვის? პუტინისნაირი პარანოიკის გარდა, არ მგონია ამ ქვეყანაზე ვინმე იყოს, ვისაც ომი უნდოდეს, მათ შორის, მეც, მაგრამ ორჯერ ორი ოთხია, რომ თუ გინდა თავს არ დაგესხან, თუ გინდა, რომ ომი აიცილო თავიდან, ომისთვის უნდა იყო მზად. თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადებოდე. რატომ არაფერს აკეთებს? რატომ არ გვესაუბრება ჩვენი ხელისუფლება? მეტროს გარდა და ესეც მხოლოდ თბილისშია, გვაქვს თუ არა სამოქალაქო თავშესაფრები? რატომ არ ხდება ტერიტორიული თავდაცვის ფორმირება, ძალიან ეფექტური ქვედანაყოფების? რატომ ვართ ასეთი არხეინები? ძალიან მიკვირს, ღვთის იმედად ვართ ,რომ თავს არ დაგვესხმებიან თუ მარია ზახაროვას ან იმ მეორე საძაგელი ქალის გულს თუ მოვიგებთ, დაცულები ვიქნებით?“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა