პარლამენტი მომავალი კვირიდან 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს

პარლამენტი მომავალი კვირიდან 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, 2022 წლის პირველ სამ თვეში მშპ-ს ზრდა 14.4%-ია. ასევე დაგეგმილთან შედარებით მეტი შემოსავლებია გადასახადებიდან.

კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების რამდენიმე პარამეტრზე გაამახვილა ყურადღება.

“იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, რომელიც ყოველთვის ინდიკატორია და გვაჩვენებს როგორ ვითარდება ეკონომიკა, უფრო მეტი მივიღეთ ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. კერძოდ, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და 3 მილიარდ 688 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.

გადასახადების მიხედვით თუ ჩავშლით: მოგების გადასახადი 124.1 %-ით (134 მილიონი ლარით მეტი) შესრულდა. დღგ-ს ნაწილშიც-გადაჭარბებაა 112.7% (146 მილიონ 800 ათასი ლარით მეტი). 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 მილიარდ 266 მილიონ 400 ათასი ლარი", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების მაჩვენებლების განხილვის გრაფიკი უკვე გაწერილია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას 1 ივნისს გამართავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს