ალეკო ელისაშვილი - იგორ გიორგაძე როგორ შეიძლება ატარებდეს ქართველი გენერლის მუნდირს ან თენგიზ კიტოვანი?! გადავხედოთ ქართველი გენერლების სიას და მოვახდინოთ რევიზია

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, რათა ქართველი გენერლების სია გადაიხედოს და ჩამონათვალში ერის პატივსაცემი უმაღლესი რანგის ოფიცრები და გენერლები დარჩნენ.

ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც უკრაინაში ძალიან მშურდა, ზელენსკის გარდა, ხელის გულზე სატარებლები არიან ახალი თაობის ოფიცრები. „აზოვის“ პოლკის თავგანწირვა მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. ყველა ნორმალური ადამიანი გულშემატკივრობს მათ და მინდა, რომ ეს საოცარი, რკინისგან გამოჭედილი მეომრები გადარჩნენ, თავი დააღწიონ იმ ალყას. და ასევე, ხელისგულზე სატარებლები არიან და ზელენსკიზე არანაკლებ პოპულარულია გენერალი ზალუჟნი. მთელი გულით მშურდა, რომ უმაღლესი რანგის ოფიცრებს და გენერლებს ასეთ პატივს სცემენ უკრაინაში. მეც მინდა, რომ ჩვენთან გენერლებს სცემდნენ პატივს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ობიექტური მიზეზი სჭირდება. ჩვენთან გენერლის სახელი არის ასოცირებული იმასთან, რომ ან შენობას ბომბავდი, ან საკუთარ ქვეყანას ძარცვავდი სამეგრელოში, ხალხს აწიოკებდი, ომს იწყებდი და თავს ვერ ართმევდი. ძირითადად, გენერლები ჩვენთან ასოცირებულები არიან ამ ქვეყნის დამაქცევრებთან. შესაბამისად, სულ ვფიქრობდი და ლოგიკურიცაა, როგორ შეიძლება პატივს სცემდე გენერალ კიტოვანს, ქვეყნის ამომგდებს და დამაქცევარს, რუსთაველი რომ გადაწვა, აფხაზეთში რომ ომი დაიწყო და შემდეგი ერთი დღეც რომ არ ყოფილა იქ, რუს გენერლებთან დროსტარებაში რომ ატარებდა მთელი ომის პერიოდს, მერე დაკრა ფეხი და მფარველ რუსებთან წავიდა. მე მაქვს სურვილი და მინდა ეს ინიციატივადაც ვაქციოთ, რომ მოვახდინოთ ქართველი გენერლების რევიზია. იგორ გიორგაძე როგორ შეიძლება ატარებდეს ქართველი გენერლის მუნდირს ან თენგიზ კიტოვანი?! ეს სამარცხვინო და მოღალატეები. მინდა, რომ გადავხედოთ ქართველი უმაღლესი რანგის ოფიცრების, გენერლების სიას და მოვახდინოთ რევიზია. დარჩნენ ისეთი გენერლები, რომელსაც მთელი ერი პატივს სცემს და არა ისეთი თახსირი ხალხი, რომელიც უკვე ვახსენეთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა