არმაზ ახვლედიანი კოლეგებს სპეციალური ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი არმაზ ახვლედიანი კოლეგებს სპეციალური ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება თუკი პროცესში საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

„გთავაზობთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ პარლამენტში შევქმნათ ჯგუფი, დაკომპლექტებული უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლობით, სადაც ვიმსჯელებდით იმ თემებზე, რაზეც საუბარს საპარლამენტო რეგლამენტის თუ სხვა პროცედურების გამო ვერ ვახერხებთ. შესაძლოა კამერების თვალწინ ეს არ გამოგვდის. შეიქმნას ასეთი ჯგუფი და განვსაზღვროთ რამდენიმე, ყველაზე არსებითი საკითხი დღევანდელი საქართველოსთვის. აქ არაერთ საკითხზე უკვე იყო საუბარი ორივე მხრიდან - იქნება ეს უკრაინასთან პოზიციონირება, ევროკავშირის კითხვარი, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მრავალი სხვა.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი აზრი, მიზანი, ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ამ სხვადასხვა თემის განხილვის და შესაძლოა კონსენსუსის პოვნით, მოვახერხოთ და ვიპოვოთ კონსენსუსი უმთავრეს საკითხზე, რის გამოც არის ფაქტობრივად ძალიან დიდი უნდობლობა ჩვენი საზოგადოებისა პოლიტიკის, პოლიტიკოსების, თქვენს მიმართ, ჩვენს მიმართ, ყველას მიმართ, იმიტომ, რომ ეს სივრცე დავაბინძურეთ - ისე დავაბინძურეთ, რომ ფაქტობრივად აღარც ექვემდებარება გასუფთავებას, გაწმენდას. ჩვენ ვისაუბრებდით და უმთავრეს ამოცანად ჯგუფისთვის ამას ვხედავ - როგორ შევქმნათ რეალურად და არა მხოლოდ სიტყვით და სხვადასხვა ჩანაწერით კანონმდებლობაში, გარემო, როცა მომდევნო არჩევნების შედეგს საქართველოს საზოგადოება ცნობს. ცნობს ნებაყოფლობით, ძალდატანების გარეშე, ცნობს იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ნორმალური, მეტნაკლებად დემოკრატიული და სამართლიანი მაინც პირველ ჯერზე. თუ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ, ერთ დღეს შეიძლება ისეთ კრიზისში აღმოვჩნდეთ, რომ ყველა საუბარი იყოს გვიან“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო