მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას - ცდილობთ თქვენი ლიდერის ციხესთან შეუთავსებლობის ჰუმანიტარულ კატასტროფად წარმოჩენას, რაც იმისთვის გჭირდებათ, რომ ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიტიკური პრობლემები შეუქმნათ

ცდილობთ თქვენი ლიდერის ციხესთან შეუთავსებლობის ჰუმანიტარულ კატასტროფად წარმოჩენას, რაც იმისთვის გჭირდებათ, რომ ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიტიკური პრობლემები შეუქმნათ, - აღნიშნული განცხადებით პოლიტიკურ ოპონენტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მიმართა.

როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, დღეს რაიმე ფორმით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის ქვეყნის ისტორიულ შანსზე იერიშის მიტანა ქვეყნის მტრობაა და სხვა არაფერი.

“დღეს საქართველომ ევროკავშირისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც კარგად ფუნქციონირებს, გვაქვს კარგი ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რაც საჭიროა ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საჯარო სამსახურში გვყავს პროფესიონალები, რომლებმაც შეძლეს, საკუთარი ძალებით გამკლავებოდნენ საკმაოდ რთულ ამოცანას და საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობამდე გზა მარტივი არ არის, რასაც ბოლო ათწლეულების გამოცდილება აჩვენებს და კანდიდატი ქვეყნების მაგალითიც მოწმობს.

“სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ უფრო რთული ამოცანაა საქართველოსთვის. ამ სირთულეების დასაძლევად ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობთ. ამას ემსახურება ყოველი ჩვენი ვიზიტი ევროპის დედაქალაქებში იქ, სადაც მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ყალიბდება პოზიციები, იქ, სადაც მიიღებენ ჩვენთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას, გახდეს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყანა და ამით მიეცეს თუ არა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ქვეყანას. ვისურვებდი, ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს ოპონენტებს მეტი გონიერება გამოეჩინათ და “ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ყოფნა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლად არ ექციათ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებებით საქართველოს ჩრდილი ადგება.

“დღეს ჩვენს საზოგადოებას გაუგონარი ბრალდებები ესმის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ქვეყანას შეელახოს რეპუტაცია და ამით მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, რაც შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. საბოლოო ჯამში ყველა ბრალდებას სჭირდება მტკიცება, რაც ძალიან გიჭირთ და მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით ვერ აქცევთ ტყუილებს ჭეშმარიტებად“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო