ლევან დავითაშვილი - აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ქეთრინ თაისთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ექნება ამერიკისთვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით

ვფიქრობ, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები სავაჭრო თვალსაზრისით ახალ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენელთან ქეთრინ თაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ - ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრისას საუბარი წარიმართა საქართველოს გაზრდილ როლსა და მნიშვნელობაზე რეგიონში, რაც განაპირობა ახლებურმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით გამოიკვეთა მსოფლიო მასშტაბით ლოგისტიკური და მიწოდების ჯაჭვების წყვეტა და პრობლემები.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ექნება ამერიკისთვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით.

„ყველას გვესმის, რომ მსოფლიოში ბევრი რამის ახლებურად გადააზრება ხდება, მათ შორის სავაჭრო კუთხით - აშშ საუბრობს იმაზე, რომ ახლებური სავაჭრო პოლიტიკა ექნება და ამ პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ გვთხოვეს, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა. ვისაუბრეთ, რომ გვქონდეს უფრო მეტი სექტორული ანალიზი და კონკრეტული სექტორების წახალისებისთვის ერთობლივი პროექტები და ამ მხრივ მეტი სამუშაოა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისს შორის იმისთვის, რომ კონკრეტულმა დარგებმა მიიღონ მეტი შედეგი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დადებითად შეფასდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან შეხვედრისას. მათ შორისაა ქვეყნის პროგრესი, რომელიც უკავშირდება შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებას და მის ევროპულთან დაახლოებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას ამაღლებს

„ასევე საუბარი წარიმართა გარემოს დაცვის და კლიმატის სტანდარტებზე, რომელიც სამართლიან, თანამედროვე ვაჭრობაში უმთავრესი მოთხოვნა და სტანდარტი ხდება და ამ კუთხითაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრა აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენელთან ვიცე-პრემიერის აშშ - ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა