გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სიკვდილით დასაჯოს

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სიკვდილით დასაჯოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველა ქმედებას ახორციელებს დღეს, რაც შეიძლება ქვეყნის იმიჯის შემლახველი, შემრყევი, ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელი იყოს.

„რასაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს, ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანას განვითარებაში ხელს უშლის. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სიკვდილით დასაჯოს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოსვლის დღიდან საკუთარ ინტერესებს, საკუთარ ქმედებას და საკუთარ ბერკეტებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყენებს. ის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამომავლოდ ქვეყნის რაიმე განვითარება დავინახოთ, ამას ხელისუფლების ყოველდღიური ქმედებები ასახავს. დღეს მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, თითქოს, მიიღო ლოიალური გადაწყვეტილება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადაჰყავს „ვივამედის“ კლინიკაში მაგრამ აღმოჩნდა თურმე, რომ ეს ყოფილა მხოლოდ კვლევებზე გაკეთებული განცხადება. ამ ყველაფრით ყოველდღიურად დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებში არაფერია საქართველოს განვითარებისთვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს