დავით სერგეენკოს განცხადებით, ექნება თუ არა სააკაშვილს კლინიკაში მნახველების მიღების საშუალება, მეათიათასეხარისხოვანია და  სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცესის სწორი დაგეგმვაა მნიშვნელოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში მნახველების მიღების საშუალება, მეათიათასეხარისხოვანია და სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცესის სწორი დაგეგმვაა მნიშვნელოვანი.

ამასთან, სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველაფერი კონსილიუმის დასკვნაში უნდა აისახოს.

"კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს ძალიან დამაზიანებელია პოლიტიკური წნეხი ექიმებზე, პირველ რიგში პაციენტისთვის. ამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება ასე - პაციენტის მკურნალობაზე პასუხისმგებელია მისი მკურნალი ექიმი ან ექიმები. როცა ჩნდება კითხვები ან გარემოებები, დგება კონსილიუმი, რაც ნიშნავს არა იმას, რასაც ჩვენ აქამდე ვუყურებდით, როცა სპეციალისტები შედიოდნენ, სწავლობდნენ სიტუაციას, წერდნენ დასკვნას და აგზავნიდნენ მკურნალ ექიმებთან, ამას ჰქვია კლინიკური აუდიტი, კონსილიუმი სულ სხვა რამეა. კონსილიუმი არის, როცა მკურნალი ექიმები და სპეციალისტები სხდებიან ერთად, აჯერებენ ყველა არგუმენტს, აჯერებენ დასკვნას და დებენ ამ დასკვნას და არა აგრძელებენ მიმოწერას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. თუკი ამ დასკვნაში გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, დავუშვათ, რისი მოგვარებაც არ შეიძლება ადგილზე და გადასაყვანია სხვაგან - ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, იქ უნდა აისახოს ეს ყველაფერი. მე რაც შევიქმენი წარმოდგენა, არავის აქვს წითელი ხაზები გავლებული სასჯელაღსრულებაში, რომ რაც სჭირდება ადამიანს, გაუკეთდეს. თუმცა, ეს უნდა გაკეთდეს ასე და არა პოლიტიკური დემარშებით და ნაბიჯებით. მე აქ არ ვგულისხმობ ოჯახს, მათი პოზიცია გასაგებია, ზოგადად ყველა ოჯახის. ვაცალოთ ექიმებს თავის საქმის გაკეთება. მეათასეხარისხოვანია, მეათიათასეხარისხოვანია მნახველების დაშვება, პირველი არის პაციენტის ინტერესი და სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცესის სწორი დაგეგმვა. მნახველი შევა თუ არ შევა, გაირკვევა ეს ყველაფერი, ვაცალოთ ექიმებს მუშაობა.

აქამდე რაც კეთდებოდა, იყო კლინიკური აუდიტი, კონსილიუმი ნიშნავს, როცა კოლეგები ერთად სხდებიან და იქვე აჯამებენ ამ ყველაფერს, კონსილიუმი სასჯელაღასრულების სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართება თუ კერძო კლინიკაში, ეს არაფერს ცვლის“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა