მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მმართველობის მანძილზე ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას, სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მმართველობის მანძილზე ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას, სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის რიტორიკა ხასიათდება ტენდენციით - “ჩემი შენ გითხარი“.

“ეს ტენდენცია განსაკუთრებული სიცხადით დამახასიათებელი გახდა ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც საკუთარ თავს “ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და ხალხში დღითიდღე ცნობილი ხდება “ომის პარტიად“ და სამართლიანადაც. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მმართველობის მანძილზე ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას და სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა. ამ იარლიყით საშვილიშვილოდ დამშვენებულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ ამ “მონუმენტის დემონტაჟისთვის“, რომელიც 2012 წლის მიწურულს განხორციელდა. მათი გადაწყვეტილებაა, იბრძოლონ არა მარტო ხელისუფლების მოსაპოვებლად, არამედ საქართველოს მოსახლეობაზე შურის საძიებლად. შურისძიების ეფექტიან ხერხად კი ისახავენ საკუთარი ნაკლოვანებებისა და იმ უმძიმესი ცოდვების სხვაზე დაბრალებას, სხვების იმავე ტალახით გასვრას, რითაც თვითონ არიან გასვრილი. არავინ იფიქროს, რომ ამას შემთხვევით და გაუცნობიერებლად სჩადიან - თავისი მანკიერების ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის დაბრალება არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ შექმნან იმ უპირატესობების გაქარწყლების ილუზია, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება სჯობს ოპოზიციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, მათ თემებიც ზუსტად ისეთი აქვთ არჩეული, რაშიც ყველაზე მეტად ჩამორჩებიან დღევანდელ ხელისუფლებას.

“ის, რაც ყველაზე მეტად ეთაკილებათ და მათ წარსულს ყველაზე მეტად ამძიმებს, სწორედ იმ მიმართულებებით უნდათ ხელისუფლების უპირატესობებისთვის ჩრდილის მიყენება და ამ გზით დიდი და აშკარა კონტრასტის გაფერმკრთალება. ამასაც მარტივი ახსნა აქვს - ვერაფრით ეგუებიან აზრს, რომ ეს ხელისუფლება, მაგალითად, ბიზნეს არ ატერორებს, არამედ უქმნის მეტ თავისუფლებას; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება პატიმრებს არ აუპატიურებს, არამედ იცავს მათ უფლებებს მაღალი და უწყვეტად მზარდი სტანდარტით; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება ადამიანებს არ ხოცავს; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება იცავს საკუთრების უფლებას, ვერ ეგუებიან იმასაც, რომ დამოუკიდებელ ტელევიზიაში ხელისუფლება იარაღით ხელში არ უვარდება ვინმეს და ამით არ ხელყოფს სიტყვის თავისუფლებას, არ იდევნება განსხვავებული აზრი; მეტი იხარჯება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვაზე და ამ სიას კიდევ შეიძლება გავყვეთ. დაბოლოს, "ნაციონალური მოძრაობა" ვერაფრით ეგუება აზრს, რომ ეს ხელისუფლება არ უშვებს, მაგალითად, 2008 წელს დაშვებულის მსგავს შეცდომებს, რომელიც დანაშაულზე მეტია“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო