თინა ბოკუჩავა - სამწუხაროა, რომ ამ დრომდე არ მოხდა სააკაშვილის გადაყვანა და იმდენად დამძიმდა მდგომარეობა, არ ვიცი, რამდენად დაექვემდებარება რეაბილიტაციას - მივმართავთ ხელისუფლებას, ნუ შეუზღუდავენ კლინიკაში​ მნახველებთან შეხვედრის შესაძლებლობას

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დრომდე არ მოხდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და იმდენად დამძიმდა მისი მდგომარეობა, რომ არ ვიცი, საერთოდ, რამდენად დაექვემდებარება რეაბილიტაციას - მივმართავთ ხელისუფლებას, ნუ შეუზღუდავენ მას მნახველებთან შეხვედრის შესაძლებლობას კლინიკაში , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს "ვივამედში" გადაყვანას სთავაზობენ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ამ აკრძალვას არ დააწესებს ხელისუფლება იმის პირობად, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ მოვინახულე და ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ მინახავს. მესმის მისი მზაობა, ნებისმიერი ტიპის სამედიცინო დახმარება მიიღოს ამ ეტაპზე, თუმცა აქვე აუცილებლად ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენადაც ვიცი, თავად სააკაშვილმა გააჟღერა ეს, რომ მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მას მიეცეს მნახველებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, ამ აკრძალვას არ დააწესებს ხელისუფლება იმ პირობად, რომ მოხდეს მისი კლინიკაში გადაყვანა. ნუ დაუმძიმებენ ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მდგომარეობას იმით, რომ შეუზღუდონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას,კი ბატონო, მოხდეს გადაყვანა, მაშინ როცა თანახმაა პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ ნუ შეუზღუდავთ კომუნიკაციას ადვოკატებთან, ოჯახის წევრებთან და პარლამენტის დეპუტატებთან", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა