თინა ბოკუჩავა - აქამდე უკრაინის ხელისუფლების სრულ კონტროლს, აშშ-ის სენატზე და სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაზე გავლენას გვაბრალებდნენ, ახლა, როგორც ჩანს, შვეიცარიულ ბანკებსაც ვაკონტროლებთ

აქამდე უკრაინის ხელისუფლების სრულ კონტროლს, აშშ-ის სენატზე და სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაზე გავლენას გვაბრალებდნენ, ახლა როგორც ჩანს, შვეიცარიულ ბანკებსაც ვაკონტროლებთ, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხება კითხვებს აჩენს და ამაში გარკვეულ კოორდინაციას ხედავენ.

ბოკუჩავას თქმით, რთულია თქმა, რას ნიშნავდა კობახიძის ეს განცხადება, თუმცა, ისინი ივანიშვილის ნაბიჯების გამართლებას შეეცდებიან.

" ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ივანიშვილისთვის იყო, არის და ყოველთვის იქნება მისი ფინანსური ინტერესები უმთავრესი საზრუნავი, აქედან გამომდინარე იმოქმედებს და შემდეგ გაამართლებენ მის ნაბიჯებს მისი მარიონეტები, რადგან ამაზეა დამოკიდებული მათი ფინანსური კეთილდღეობა და პოლიტიკური მომავალი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძე შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს კითხვებს აჩენს. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. კითხვაზე, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო დეტალებში არ შევა. მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს და ქვეყანა ომში ჩართოს, „ივანიშვილს კარგად არ იცნობს“. "დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს ქვეყნის განადგურებას. რაც დღემდე ვიცოდით, „ნაცმოძრაობას“ ეს ცალსახად სურს,"- განაცხადა კობახიძემ.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს