სამწუხაროდ, ჩვენ აქ ყოველდღიურად ვუყურებთ ფარისევლობის, პოლიტიკური წარსულის, აწმყოს და მომავლის დამახინჯების უპრეცედენტო სურათებს,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ, მოახერხა ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტის რუსეთისთვის გადაცემა და ახლა „ქართულ ოცნებას“ ედავებიან, რატომ იღებს საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას ან გაზს მცირე პროცენტით“.
„სამწუხაროდ, ჩვენ აქ ყოველდღიურად ვუყურებთ ფარისევლობის, პოლიტიკური წარსულის, აწმყოს და მომავლის დამახინჯების უპრეცედენტო სურათებს. სწორედ მაშინ, როდესაც ბატონი რომანი მაღალჩინოსანი იყო, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ, მოახერხა ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტის რუსეთისთვის გადაცემა და ახლა, ჩვენ გვედავებიან, თუ რატომ იღებს საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას ან გაზს მცირე პროცენტით. ის, რომ საქართველო ახერხებს თავისი სუვერენული მათ შორის, უფლებების დაცვას ენერგეტიკაში, ამის მოწმე იქნებით თქვენც და ყველა „კეთილის მოსურნე", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას დაუსრულებელი სპეკულაცია აქვს საქართველოს ხელისუფლების საგარეო ორიენტაციის შესახებ.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველი დღიდანვე, საქართველოს ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებაში აქვს ძალიან მყარი და ყველა საერთაშორისო პარტნიორების მიერ დადებითად შეფასებული პოზიცია, ოპოზიციას მაინც აქვს დაუსრულებელი სპეკულაცია, რომ საქართველო თავის მთავრობიანად არის პუტინის მხარეს. რა ლოგიკაა ამაში ვერ ხსნიან, მაგრამ ეს „მანტრა" უნდა იმეორონ. თავად მოდელირებული ქრონიკით აწარმოეს მთელი პოლიტიკა, ოკუპანტებს საქართველოს 20% ჩააბარეს და დღესაც უნდათ, რომ ამ მოდელირებული ქრონიკით, საქართველო არეულობაში, საერთაშორისო იმიჯის დაზიანებაში და ომში ჩაითრიონ. ეს არ გამოვა. საქართველო ყოველთვის ნათელ გზაზე იდგება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.