აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ქსელის  სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ქსელის ტრადიციული ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა დღეს დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრა ქსელის სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას ეძღვნებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის უფროსი თამარა გეორგიტა, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსი ვაჰან ნარიბეკიანი, უკრაინის უმაღლესი რადას აპარატის უფროსი ვიაჩესლავ სტუჩნი, აღნიშნული პარლამენტების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროექტის - „ძლიერი და თანამედროვე პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" - პროექტის მენეჯერი თამარ ზოდელავა.

„შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ GIZ-ის ახალი პროექტის „ძლიერი და თანამედროვე პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" შესახებ.

მოლდოვის მასპინძლობით ონლაინ რეჟიმში გამართული შეხვედრის დროს მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის უმაღლესი რადას აპარატის უფროსმა ვიაჩესლავ სტუჩნიმ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა უკრაინაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე, მან ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც დაგეგმილია უმაღლესი რადას ადმინისტრაციის მოდერნიზაციისა და ინოვაციების დამკვიდრების მიზნით.

საქართველოს, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტების აპარატის ხელმძღვანელებმა და აზერბაიჯანის პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა თავიანთი ადმინისტრაციების სტრუქტურის, გამოწვევების და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მოწვეულმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის ყოფილმა უფროსმა და ამჟამად პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართა. მან თავის ყოფილ კოლეგებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ქსელის შექმნის ისტორია და მისი მიზნების მნიშვნელობა შეახსენა. გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

შეხვედრის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო ქსელის მომავალი სამი წლის სამოქმედო გეგმისთვის იდეებისა და შეთავაზებების განხილვას. ხოლო შეხვედრის დასასრულს, აპარატის უფროსებმა იმსჯელეს საქართველოსთვის მეორედ თავმჯდომარეობის გადაბარების საკითხზე, რომლის ინიცირებაც მოლდოვის მხარემ გააკეთა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ქსელი, 2018 წელს გაფორმებული თბილისის მემორანდუმის საფუძველზე, საპარლამენტო ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონის ქვეყნების პარლამენტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით შეიქმნა და მასში გაწევრიანებულია საქართველო, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო