არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის მიუღებელია

საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე - ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ანტიდასავლური რიტორიკით ოპოზიცია გამოირჩევა.

„ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანთროპი, თავისუფალი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ივანიშვილს ჰქონდა ამ ბანკთან მოგეხსენებათ, დავა, რომელიც მოიგო საერთაშორისო სასამართლოში და დადასტურდა, რომ მისი უფლებები ამ ბანკმა დაარღვია. თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება. რაც შეეხება ოპოზიციის და ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, ელჩს, ევროკავშირის ელჩებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს კითხვებს აჩენს. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. კითხვაზე, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა შეერთებულ შტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო დეტალებში არ შევა. მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს და ქვეყანა ომში ჩართოს, „ივანიშვილს კარგად არ იცნობს“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა