ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილი დედაც არის, მამაც, სამშობლოც, კონსტიტუციაც და ყველაფერი - ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობაა

„ქართული ოცნების“ წევრებისთვის ბიძინა ივანიშვილის ქონება და ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ხვალინდელი დღე - ისინი არარაობები, მეორე და მესამე ხარისხის „ნაცები“ იყვნენ, დღეს აქვთ ყველაფერი და შესაბამისად, მათთვის სამშობლო, სახელმწიფო სწორება არის ეს ადამიანი და მისი ინტერესები და ამაში ფულს იხდის, რომ ასე დაიცვან, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს სექტად გადაიქცა, რომელსაც სწორება საკუთარ ლიდერზე აქვს.

„ქართული ოცნების“ წევრები ფულის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები. ფულის გამო ხდება ეს ყველაფერი, ამათთვის ცხოვრების მთავარი არსი არის ფული. მათთვის მიუღებელია თავგანწირვა, ბრძოლის არ ესმით, არ სწამთ. ვინ არის დღეს „ქართულ ოცნებაში“? მე არცერთ ადამიანს, რომელიც დღეს არის თავგადაკლული მებრძოლის იმიჯის მატარებელი, არ ვიცნობ და არ ვიცი, როდის იბრძოდნენ. ესენი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორეხარისხოვანი წარმომადგენლები, მესამე ეშელონის „ნაცები“ იყვნენ. 2008 წელს სააკაშვილს დაუჭირეს მხარი, 2012 წელს უგულავას დაუჭირეს მხარი და ეს ხალხი მოსულია მართლაც, ამ ადამიანების ბრძოლაზე, მუქთაზე არის მოსული, მუქთა ხელისუფლება აქვთ და ამიტომ არაფერს უფრთხილდებიან და ვისაც უფრთხილდებიან,არის ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი მისცა. მათთვის ბიძინა ივანიშვილის ქონება და ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ხვალინდელი დღე. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი რაიმე ფორმით მიიღებენ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ჩვენ დაგვაშორებს და უკან დაგვხევს დასავლეთისკენ სვლაში, ისინი ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან, მონაგონი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზაცია, რაც მათ დაემართებათ.

ამ ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სამშობლო, რადგან მან მისცა ყველაფერი, რადგან ისინი არარაობები, მეორე და მესამე ხარისხის „ნაცები“ იყვნენ, დღეს აქვთ ყველაფერი და შესაბამისად, მათთვის სამშობლო, სახელმწიფო სწორება არის ეს ადამიანი და მისი ინტერესები და ამაში ფულს იხდის, რომ ასე დაიცვან. ამათთვის ბიძინა ივანიშვილი დედაც არის, მამაც, სამშობლოც, სახელმწიფოც, კონსტიტუციაც, კანონიც და ყველაფერი - ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობაა. „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს სექტად გადაიქცა „ქართული ოცნება“, რომელსაც სწორება აქვს საკუთარ ლიდერზე.

ისინი დადგნენ ისეთ მხარეს, რომელიც დამარცხებისთვის არის განწირული, ოღონდ ჩვენ ყველაფერი წყალში არ ჩაგვაყრევინონ, რაც ამ პერიოდის განმავლობაში ამ ქვეყანამ აკეთა. ამ ხალხს უნდა გავაგებინოთ - მესმის, რომ კაცებად გაქციათ, გაგამდიდრათ, მაგრამ სახელმწიფო უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის კეთილდღეობა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა