“ლელო" აუდიტის სამსახურს მიმართავს, გამოიკვლიოს პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სექტორში დახარჯული თანხების კანონიერება

“ლელო" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს შემოწმება და გამოიკვლიოს პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სექტორში დახარჯული თანხების კანონიერება, მიზნობრიობა და ეფექტიანობა, ასევე ითხოვს გამოაქვეყნოს საჯარო ანგარიში/დასკვნა იმის თაობაზე, თუ როგორ დაიხარჯა მოქალაქეების ფული. აღნიშნულის შესახებ “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „მინისტრის საათზე“ "ლელო" დღის წესრიგში 2 თემას დააყენებს, რომელთაგან ერთი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, მეორე კი პანდემიას.

„ველოდებით ჯანდაცვის მინისტრი დააფიქსირებს თავის ხედვას ამ საკითხზე ჯანმრთელობის სექტორის პოზიციიდან (და არა პოლიტიკურ პოზიციას).

რაც შეეხება მეორე საკითხს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ტყუილებზე, რომ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და რა ეშველება იმ მილიარდ ლარს, რომელიც ბიუჯეტიდან დახარჯეს პანდემიასთან ბრძოლაში და ახალმა მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ თურმე ეს თანხა არასწორადაა დახარჯული.

მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მთავრობის საქმიანობაზე. დავიბარეთ მინისტრი, გავგზავნეთ არაერთი სადეპუტატო კითხვა, არაერთხელ დავსვით საკითხი მთვრობის არასწორი საქმიანობის გამო. ამ პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნებისგან“ ისმოდა მხოლოდ ტყუილები, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ვითარება კონტროლდებოდა. ორი წლის შემდეგ, თავად „ოცნების“ ახალმა მინისტრმა აღიარა, რომ ეს იყო ტყუილი და კოვიდის მართვაში და ფინანსების ხარჯვაში არის სერიოზული პრობლემები.

ჩვენ არ გვაინტერესებს „ოცნების“ შიდა დაპირისპირებები, გვაინტერესებს ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასწორად დახარჯულ მილიონებზე და ათასობით გარდაცვლილ ადამიანზე. არ გამოვა პასუხისმგელობის გადატეხვა გუნდის რომელიმე ერთ წევრზე ან ექიმებზე. პასუხისმგებელი არის პარტია „ქართული ოცნება“ და მისი სამთვრობო და საპარლამენტო გუნდები,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, "ლელო "გეგმავს ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომლითაც მთავრობას ჩამოერთმევა რეგულაციების დაწესების უფლებამოსილება და ის დაუბრუნდება პარლამენტს.

"დღეს ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაიწყოს შემოწმება და გამოიკვლიოს პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სექტორში დახარჯული თითოეული თეთრის კანონიერება, მიზნობრიობა და ეფექტიანობა და გამოქვეყნოს საჯარო ანგარიში/დასკვნა იმის თაობაზე, თუ როგორ დაიხარჯა მოქალაქეების ფული.

შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც მთავრობას ჩამოერთმევა რეგულაციების დაწესების უფლებამოსილება და ის დაუბრუნდება პარლამენტს, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტი გულხელდაკრეფილი ვეღარ იჯდება ამ ვითრებაში და მოუწევს მოქმედება,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა