მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს, საკუთარი თავი გადადო - ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილმა მაგალითად, 2012 წელს, საკუთარი თავი გადადო. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია, - ასე შეაფასა ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის განცხადება.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს, ამ საკითხს სხვაგვარად შეხედოს და ქვეყანა ომში ჩაითრიოს, ეს არ მოხდება.

„ვერსიას იმის შესახებ, რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, არსებობის უფლება და გარკვეული ლეგიტიმაცია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ვინც ეს დაგეგმა, არ გაითვალისწინა ერთი მთავარი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მაგალითად, 2012 წელს, საკუთარი თავი გადადო. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ვინმეს აინტერესებს, სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვთ ამ ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა და ა.შ. დაბეჯითებით, გარანტირებულად შეგვიძლია ყველას ვუთხრათ, რომ ამ ქვეყანაში ომი არ იქნება და ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამ პოლიტიკას, ჩვენს ამ მოსაზრებას და სურვილს ეთანხმება გაცილებით მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას უჭერს მხარს. ადამიანები ამბობენ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა ამ მიმართულებით არის სწორი და ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამას ეთანხმება. ბუნებრივია, ეს ასეც იქნება. ვერანაირი სხვა გზებით ვერავინ მოახერხებს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიოს“,-განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა