გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელები უნდა ეუბნებოდნენ, რომ მკურნალობას იღებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესში არ შედის

მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელები უნდა ეუბნებოდნენ, რომ მკურნალობას იღებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესში არ შედის, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

რაც შეეხება კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, ვოლსკის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა პატიმარი, ვისაც ოჯახის წევრების, ექიმების თუ პოლიტიკოსის სახით ამ რაოდენობის ვიზიტორი ჰყავდა.

„მახსენდება სააკაშვილის შიმშილობის პერიოდი, როცა ოპოზიციის თუ მედიის ლიდერები კატეგორიულად მოუწოდებდნენ, პირში ლუკმა არ ჩაედო, რადგან ეს იმ პოლიტიკური იდეის დამარცხება იქნებოდა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. ახლა სცენარი გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა არსი იგივეა - სურთ, სააკაშვილის ცუდად ყოფნა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. მკურნალობის რესურსი არსებობს და მას უნდა მოუწოდებდნენ მკურნალობა მიიღოს და არა პოლიტიკური განცხადებები აკეთოს დესტაბილიზაციაზე, გამოსვლებსა და რევოლუციაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს