გიგი წერეთელი - სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა იქნება მოვლენების კარგი განვითარება, თუმცა ეს არ იქნება საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, ვერ ვიმსჯელებ ხელისუფლების მორალური სტატუსით, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა იქნება მოვლენების კარგი განვითარება, თუმცა ეს არ იქნება საკითხის საბოლოო გადაწყვეტა. ვერ ვიმსჯელებ ხელისუფლების მორალური სტატუსით, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, - ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგი წერეთელი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის და ის განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება აკეთებდა, არ იყო სწორი.

„თავიდან უნდა ვთქვა, რომ მთელი ეს ეპოპეა და მიდგომები, რაც ხელისუფლებას აქვს, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში - ქილიკი, ღლიცინი, სუიციდზე მინიშნებები და ასე შემდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია.

სააკაშვილის მდგომარეობა არაა კარგი, რთულია და ის განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება აკეთებდა აქამდე, არ იყო სწორი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს მოვლენების კარგი განვითარება იქნება, მაგრამ ბუნებრივია ეს არ იქნება საკითხის საბოლოო გადაწყვეტა.

რაც შეეხება იმას, დაეთანხმებიან თუ არა მის შეთავაზებებს, ამ მომენტში, ალბათ არ არის სწორი ამ საკითხებზე გარკვეული ვაჭრობა. ყველას უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რომ არსებობს რაღაც გარკვეული პირობები, რომელიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული. არ მგონია, რომ იქამდე დაეცემა ხელისუფლება, რომ ახლა კიდევ ამ საკითხზე დაიწყებს დროის გაწელვას და ა.შ.“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა