პორტუგალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას, ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული თანამშრომლობა მიმოიხილეს. ასევე, მზაობა გამოთქვეს, საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმუშაონ, მათ შორის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მიმართაც შეხვედრაზე პორტუგალიის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პროგრესს ამ გზაზე, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებასა და შესაბამისი თვითშეფასების კითხვარის შევსებას მაღალი შეფასება მიეცა. ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ქვეყნების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა აღინიშნა.

პორტუგალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა. პორტუგალიასთან ლუზოფონური ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას, ასევე შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს ჩართულობას მაღალი შეფასება მიეცა.

მინისტრებმა ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საიუბილეო თარიღი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის კარგი შესაძლებლობა, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, კულტურა და ხალხთაშორისი კონტაქტები.

მინისტრები შეთანხმდნენ, ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების ურთიერთგაცვლას ხელი შეუწყონ. პორტუგალიელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილი ლისაბონში ვიზიტით მიიწვია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა