უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი ფრონტის ხაზზეა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებით, აშშ-სა და სხვა პარტნიორების მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღი უკვე ფრონტის ხაზზეა განლაგებული.

„ჯაველინებისა და „სტინგერების“ გარდა, ფრონტზე უკვე გამოიყენება 155 მმ-იანი ამერიკული ჰაუბიცები", - აღნიშნა თავადცვის მინისტრის მოადგილემ.

„ჩვენ ვმუშაობთ დახმარების ტემპის დასაჩქარებლად, რადგან ამაზე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეა დამოკიდებული,“- დასძინა მან.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, 90 ჰაუბიციდან 89, რომლის უკრაინისთვის გადაცემას აშშ დათანხმდა, უკვე უკრაინის მფლობელობაშია.

მისი თქმით, გამარჯვებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე რთული კვირა, ან შესაძლოა თვეც იყოს დარჩენილი.

"თუმცა, სანამ გამარჯვება მოვა, რამდენიმე რთული კვირა და შესაძლოა თვეც გვქონდეს", - აღნიშნა ჰანა მალიარმა.

მისი თქმით, მაისის პირველი ათი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 34000-ზე მეტი ჯავშანჟილეტი მიიღო.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა