გრიგოლ გეგელია - მგონი, "ქართულ ოცნებაში" აღარ შეუძლიათ ობიექტურად აზროვნება, ყველაფერში პარანოიულ სცენარებს ხედავენ - იციან, რომ დამნაშავეები არიან და ეშინიათ დამსახურებული სანქციების

იციან, რომ დამნაშავეები არიან, ეშინიათ სანქციების, ეშინიათ ძალიან დამსახურებულად, სანქციები იქნება დამსახურებული ყველაფერ იმისთვის, რაც გააკეთეს წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკების მიერ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებასა და ამაზე „ქართული ოცნების“ წევრების რეაქციაზე საუბრისას განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ცრუპენტელიზმი“ არის ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ ერთიანობაში აღწერს, რადგან ამის მეტი პოლიტიკური დოქტრინა არ გააჩნიათ.

„ძალიან კარგი ფრაზაა: „ქურდს ქუდი ეწვისო“. ძალიან მარტივად ჩანს, თვითონ რა ხალხია „ქართულ ოცნებაში“. როგორც კი ბატონი ბიძინას კეთილდღეობას, ნახატებს, ზვიგენებს, ზებრებს და ანგარიშებს შეექმნა საფრთხე, გამოლაგდა მთელი მაღალი ლეგიონი „ქართული ოცნების“ და ერთ ხმაში დაიწყებს „ვოთსაპის“ „ჩათში" მიღებული ინსტრუქციით დასავლეთის ლანძღვა. ნახეთ, როგორი საინტერესოა მათივე მენტალობა, უყურებენ, რომ კონსპირაცია უნდა იყოს, თვითონ ხომ კონსპირაციას ვერ გასცდნენ, მე-10 წელია მართავენ შიშს პოლიტიკით და კონსპიროლოგიით, ყველა არის შეკრული, ყველა არის „ქართული ოცნების“ და სახელმწიფოს წინააღმდეგ, უკვე იმდენად გაუჯდათ ეს თავისი ცრუპენტელობა, ამ ტყუილების პარტიას, ცრუპენტელების პარტიას, ცრუპენტელიზმი არის ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ ერთიანობაში აღწერს, მაგის მეტი პოლიტიკური დოქტრინა არ გააჩნიათ. ცრუპენტელობა მათ აქვთ გამჯდარი სისხლში, ძვალ-რბილში და აღარ შეუძლიათ, მე მგონი, მართლა ობიექტურად აზროვნება. ყველაფერში ხედავენ თავიანთ პარანოიულ, მოჩვენებით სცენარებს.

ივანიშვილმა თვითონ და მისმა ამალამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ მათ ქართლი დემოკრატია გადააგვარეს. დანერგეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, ბოლომდე მოსპეს ყველა ცოტათი მაინც თავისუფალი ინსტიტუტი. ეს ყველაფერი ხომ ძალიან კარგად იციან განურჩევლად იმისა, რას გველაპარაკებიან. როდესაც შენ იცი, რომ ხარ დამნაშავე, იმწუთას შენივე ახსნები და რეაქციები გარბის იქითკენ საითკენაც უნდა გარბოდეს. იციან, რომ დამნაშავეები არიან, ეშინიათ სანქციების, ეშინიათ ძალიან დამსახურებულად. სანქციები დამსახურებული იქნება ყველაფერ იმისთვის, რაც გააკეთეს წლების განმავლობაში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პერსონა უკვე ძალიან დიდი ხანია არის შესწავლისა და დაკვირვების საგანი დასავლეთის მხრიდან.

„მე შემიძლია დავადასტურო ყოველგვარი ვარაუდების გარეშე, რომ ივანიშვილის პერსონა ძალიან დიდი ხანია არის შესწავლის და ძალიან სერიოზული დაკვირვების საგანი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. დაკვირვებაში არ იგულისხმება პოლიტიკური ან ინტელექტუალური ინტერესი, მას აკვირდებიან როგორც პოტენციურ საგანს სანქციებისა და მე შემიძლია დავადასტურო პირველწყაროებისგან, იმ პირებისგან, რომლებიც იღებენ ხოლმე საბოლოოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ პირის დასანქციერებასთან დაკავშირებით. სანქცირების საფუძველი არის მისი რუსული კავშირები, ის პოლიტიკა, რომელიც მისმა პოლიტიკურმა გუნდმა გაატარა ამ ქვეყანაში.

2022 წელს, ყველა იმ ინფორმაციის მერე, რაც ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორს აქვს, ზედმიწევნით კარგად იციან ყველაფერი ქართულ პოლიტიკაზე, ახლა უკვე ხრიკები არ გაჭრის, მილიონების ფლანგვას შეეშვას, ჯობია რამდენიმე ზვიგენი არ იყიდოს მაგ მილიონებით და სამაგიეროდ გაატაროს რეფორმები“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა