ჯანდაცვის მინისტრი - აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას - თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, მზად ვართ

ჩვენ, როგორც ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ასევე დასაქმების სამინისტრო, აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

მინისტრის თქმით, პენიტენციური სამსახური და მისი სამედიცინო დეპარტამენტი არის სრულიად კვალიფიციური იმისთვის, რომ ნებისმიერ პაციენტს მიაწოდოს კვალიფიციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით და კვლევებით.

„თუ იქნება იმის საჭიროება და პენიტენციური სამსახური ჩათვლის, რომ აუცილებელია ნებისმიერი ექიმის თუ კვალიფიკაციის მქონე სხვა სამედიცინო თანამშრომლის ჩართვა, მოწვევა და სხვადასხვა კონსილიუმების მოწვევა, ამ მხრივ მას სრული თავისუფლება აქვს. თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ.

ასევე ვიცით, რომ მას შეთავაზებული აქვს კვლევები სხვა კერძო კლინიკაში თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ტიპის კვლევები და ანალიზები პენიტენციურ სისტემაშიც უტარდება, რადგან საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები არიან და მაღალი დონის დანადგარები აქვთ იქ. იუსტიციის მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ გადამოწმებისთვის ეს შეთავაზებაც იქნა გაჟღერებული“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს