კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე - მნიშვნელოვანია,  ასეთი ტიპის სამართლებრივი საქმეები ისე გადაწყდეს, რომ თავიდან იყოს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი ან პოლიტიკური ჩარევა

ამ საქმეზე ვერდიქტი არ მომისმენია. შესაბამისად ჰიპოტეტურ პასუხს ვერ გაგცემთ, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის სამართლებრივი საქმეები ისე გადაწყდეს, რომ თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური ჩარევა.

„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სამართლებრივი საქმეები ისე გადაწყდეს, რომ თავიდან იყოს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი ან პოლიტიკური ჩარევა. ფუნდამენტურია, რომ საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს, რაც არ უნდა განაჩენი დადგეს“ , - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო