კელი დეგნანი - კომენტარები, რომელსაც არა აქვს ფაქტობრივი საფუძველი და საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, არ არის სასარგებლო

კომენტარები, რომელსაც არა აქვს ფაქტობრივი საფუძველი და საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, არ არის სასარგებლო,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, შვეიცარიული ბანკისა და მმართველი პარტიის კომენტარებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა: "ქართული ოცნება" ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკი თანხას არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს, რათა ის იძულებული გახდეს, რომ შანტაჟის შედეგად დაბრუნდეს პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოს ომში. "ქართული ოცნება" ეთანხმება მოსაზრებას, რომ შვეიცარიული ბანკის უკან დგას ამერიკის შეერთებული შტატები, იღებთ თუ არა ამას თქვენ, როგორც პოლიტიკურ ბრალდებას. რას უპასუხებთ და არის თუ არა ეს ანტიდასავლური პროპაგანდა?

კელი დეგნანის თქმით, ამ ტიპის კომენტარმა დააბნია.

"Credit Suisse-სთან დაკავშირებით უმჯობესია თავად მათ მიმართოთ, რადგან, როგორც თქვით, ის კერძო ბანკია და არ ვიცი, არ ვფლობ ინფორმაციას თუ რა ხდება იქ.

რაც შეეხება კომენტარს, ეს დამაბნეველი იყო. ვფიქრობ, ასეთ ტიპის კომენტარები, რომელსაც არა აქვს ფაქტობრივი საფუძველი და საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს - არ არის სასარგებლო. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, დაბნეულობითა და საბოლოოდ ხალხის დაყოფით მთავრდება. ეს არის დრო, როდესაც საქართველოს ერთიანობა სჭირდება და არა დაყოფა. ეს არის ერთიანობის დრო. მე პირადად დამაბნია ამ ტიპის კომენტარმა და არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ეს თქვენთვის განვმარტო",- განუცხადა ელჩმა ჟურნალისტს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს