ანა ბუჩუკური ჯანდაცვის მინისტრს - სასწრაფოს ექიმებს  მოეხსნათ დანამატები -  ასე უხდით მადლობას გმირ ექიმებს

სასწრაფოს ექიმებს მოეხსნათ დანამატები, თქვენ მადლობა გადაუხადეთ მედპერსონალს კოვიდთან ბრძოლაში გაწეული გმირული შრომისთვის, თუმცა ესე უხდით მადლობას გმირ ექიმებს, - ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და

დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მყოფ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს.

" დიდი პრობლემაა ზეგანაკვეთურის ანაზღაურების კუთხით, კერძოდ, ზოგჯერ ბრიგადას გამოსდის კვირაში 72 საათი მუშაობა და არ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური.

ამასთან, სასწრაფოს ექიმებს თქვენი გადაწყვეტილებით მოეხსნათ დანამატები და მედ პერსონალის უკმაყოფილება გაიზარდა სასწრაფოს სამსახურში.

თქვენ მადლობა გადაუხადეთ მედპერსონალს კოვიდთან ბრძოლაში გაწეული მართლაც გმირული შრომისთვის, თუმცა ესე უხდით მადლობას გმირ ექიმებს?", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკური ასევე დაინტერესდა ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც ადგილების არ ქონის გამო პაციენტებს ვერ იღებენ.

"პაციენტები, ვინც საჭიროებს ინტენსიურ ფსიქიატრიულ მკურნალობას, კლინიკაში უადგილობის გამო ვერ თავსდებიან. ასევე პრობლემაა ნარკომანიით დაავადებული პირების კლინიკაში მოთავსებასთან დაკავშირებითაც. მხოლოდ ერთი ნარკოლოგიურია თბილისში ქავთარაძეზე და ადგილი არასდროს არის. თქვენი წინამორბედის დროს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია დამტკიცდა და გაეცანით?

მთავრობის 2020 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით დამტკიცდა ე.წ. ბარნაჰუსის კონცეფცია, კერძოდ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრების პილოტირება უნდა განხორციელებულიყო 2021 წლის ბოლომდე.

ქუთაისის ბარნაჰუსის საკითხზე რა ხდება? რაიმე პროგრესი თუა ამ მიმართულებით?" , - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა