შს მინისტრი შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველს, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა და შვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო