რომან გოცირიძე - მეორდება ისტორია, რაც სააკაშვილის გორში გადაყვანის დროს იყო, ხდება ვითარების დაძაბვა - გრძელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა კრიმინალების მიერ, რომლებიც წინასწარ არიან გაფრთხილებული

ეს არ არის ის ატმოსფერო, სადაც შეიძლება ადამიანს უმკურნალო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, სამკურნალოდ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ - გავიხსენოთ იულია ტიმოშენკოს მაგალითი, იანუკოვიჩმაც კი ჰუმანური ნაბიჯი გადადგა, როცა გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანა ის,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის „ვივა მედის" კლინიკაში გადაყვანას.

მისი თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, რადგან ეს არ სურს ხელისუფლებას.

„მეორდება ისტორია, რაც გორში გადაყვანის დროს იყო, ხდება ვითარების დაძაბვა, ხელოვნურად ისეთი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა, რაც ხელს არ უწყობს ადამიანის ჯანმრთელობას. „ვივა მედში" გადაყვანა არის პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რათა შემდეგ საზღვარგარეთ სამკურნალოდ იქნას გადაყვანილი. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ უნდა ხელისუფლებას, ყოველდღიურად იქნება პროვოკაციები, თუნდაც ის, რასაც ახლა ჩვენ მანდ ვხედავთ. გრძელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა კრიმინალების მიერ, რომელიც წინასწარ არიან გაფრთხილებული, ტელევიზორი აქვთ იქ, თუ საიდან იცოდნენ, რომ გადაჰყავდათ, ხელისუფლების მიერ შეგულიანებული და მომართული ადამიანები ახდენენ ფსიქოლოგიურ ტერორს, გრძელდება ღირსების შემლახავი, შეურაცხმყოფელი მოპყრობა ისევე, როგორც ეს იყო გორის კლინიკაში, ციხეში,"- განაცხადა გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან