შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, რაიან ჰარკერ ჰარისი, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების უფროსი, ჯეიმს ულინი და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მაკა მალაციძე ეწვივნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებმა დეპარტამენტს საჩუქრად უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა - მეტალოდეტექტორის თაღი გადასცეს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გადმოცემული მეტალოდეტექტორი დაათვალიერა. შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა დაცვის პოლიციის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი - პატრი დარბაისელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ცხელი ხაზისა და ცენტრალური მართვის განყოფილების სამუშაო პროცესს გაეცნენ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა